Home » მთავარი » „დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ…“ – შსს-მ ნიკა გორგილაძე დაზარალებულად ცნო

„დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ…“ – შსს-მ ნიკა გორგილაძე დაზარალებულად ცნო

საზოგადოებას ახსოვს 17 მაისს, კანცელარიასთან ლგბტ აქციაზე მომხდარი ინციდენტი, როცა აქციის მონაწილეს, ნიკა გორგილაძეს  გამოსვლის დროს ხელი გაარტყა არასრულწლოვანმა.

რადიო თავისუფლების ქართულენოვანი ბიუროს ინფორმაციით, ნიკა გორგილაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად სცნო.

აქციაზე მისი ცემის გახმაურებული ფაქტის შემდეგ მის სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გამოხმაურებები არ შეწყვეტილა. გორგილაძე ამბობს, რომ 17 მაისის მერე, როგორც ჩანს, ცნობდნენ ტრანსპორტშიც, საიდანაც რამდენჯერმე მისი გაძევება მოინდომეს.

„ორჯერ ავტობუსიდან მაგდებდნენ, გეისთან ერთად არ ვიმგზავრებთო ამბობდნენ. მე არ ჩავედი, მერე ავტობუსი წითელზე გააჩერეს და თვითონ ჩავიდნენ. გამომძიებელმა მკითხა, პროკურორს შეკითხვა გაუჩნდა, რატომ არ ჩახვედი, შეგეშინდა თუ აგრესიულად განწყობილ მგზავრებს იწვევდიო… ძნელია პოლიციასთან ურთიერთობა, დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ პრეცედენტი შემექნა – თუ არავინ დაისჯებოდა, გაეფრთხილებინათ მაინც მოძალადეები“, – თქვა დაზარალებულმა.

ნიკა გორგილაძის ინტერებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. საია ასევე მოითხოვდა გორგილაძისთვის, მისი უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნასაც, თუმცა უშედეგოდ. დღემდე არ არის დასრულებული გამოძიება არც 17 მაისს, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...