Home » მთავარი » პუტინის შოკოლადი, გეორგიევსკის ლენტი და ახლა უკვე თაღლითობაში დადანაშაულებული ყიფიანი

პუტინის შოკოლადი, გეორგიევსკის ლენტი და ახლა უკვე თაღლითობაში დადანაშაულებული ყიფიანი

ირაკლი ყიფიანის გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა. გახსოვთ ალბათ ეს ახალგაზრდა, პუტინის შოკოლადების შემოტანას რომ აპირებდა საქართველოში…

შოკოლადის რა გითხრათ და თავადაც საძებნელი გახდა…არა, მისი ძებნა მხოლოდ იმათ სჭირდებათ, ვინც ყიფიანის მორიგი ტყუილების ბადეში გაეხვნენ და რუსეთის ვიზების სანაცვლოდ საკმაო თანხებიც გადაიხადეს, თორემ საზოგადოების დიდ ნაწილს არც მისი მოსვლა გაუგია და არც გაუჩინარება…

მოკლედ, რაშია საქმე. სოციალური ქსელის მომხმარებელი ვალერი ნადირაშვილი წერს, რომ ეძებს რუსეთსაქართველოს ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, ირაკლი ყიფიანს, რადგან მან თაღლითურად გამოსძალა ფული და გაუჩინარდა.

ვიზების ფულები და პასპორტები ააგროვა და გაქრა – აცხადებს ნადარეიშვილი. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც ყიფიანისგან დაზარალდა და მას სხვა ადამიანებიც ეძებენ.  

ამ თემას აშუქებს „ალიაც“ და სქრინებსაც აქვეყნებს სადაც ირაკლი ყიფიანი თაღლითური სქემის ორგანიზებაშია მხილებული.

იხ. ლინკი

http://alia.ge/news/13382

ერთი სიტყვით, თუ ირაკლი ყიფიანი ვინმეს ახსოვს, მხოლოდ გეორგიევსკის ლენტით, საკმაოდ პროვოკაციული ქმედებებით, პუტინის შოკოლადებით და ახლა უკვე თაღლითობითაც.

ხო, კიდევ-გამწარებული ადამიანები ყიფიანს ყურის მოჭრითაც ემუქრებიან, ასე რომ დროა ფულს თუ ვერა, პასპორტების დაბრუნებაზე მაინც იფიქროს…

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...