Home » მთავარი » რატომ არ დაესწრო ჩვენი დელეგაცია ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას?

რატომ არ დაესწრო ჩვენი დელეგაცია ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას?

ამირან სალუქვაძე

სამხედრო ანალიტიკოსი. გენერალი

TANAP-ი გაეშვა.
გამიკვირდა, რატომ არავინ დაესწრო საქართველოდან?!.
არადა თურმე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული იყო.
ვერ ვხვდები, რატომ არ დაესწრო ჩვენი დელეგაცია ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას?

როგორც მახსოვს, პირველ ეტაპზე 23 მლრდ კუბ.მ წელიწადში და ეტაპობრივად გაიზრდება 60 მლრდ კუბ.მ-მდე. დიდი მოცულობაა.
რა საფასურს მივიღებთ, არ ვიცი, არ არის დიდი მონაკვეთი, მაგრამ მაინც ტრანზიტული ქვეყანა ვართ და საფასურს გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს.

მოდით გავიხსენოთ:

2017 წელს თურქეთმა მოიხმარა 59 მლრდ კუბ.მ გაზი. ეს მილი სერიოზულ კონკურენციას უწევს თურქულ ნაკადს, რომლის ორთავე მილის (ერთი თურქეთისთვის, მეორე ევროპისთვის) ჯამური სიმძლავრე 31 მლრდ კუბ. მეტრია. ანუ ტანაპზე ორჯერ ნაკლები. ჯერ სრულდება პირველი მილის გაყვანა. თუ არ ვცდები, 2/3-ია გაყვანილი. ანუ ტანაპი უკვე ჭარბობს პირველი მილის სიმძლავრეს, რომელიც თურქეთისთვისაა.
ტანაპი არაა მთლიანად თურქეთისთვის, მაგრამ მისი სიმძლავრე მნიშვნელოვანია თუნდაც დღეს.და გასამმაგდება ეტაპობრივად. დანარჩენი გადათვალეთ.

მოკლედ, ასე დავაჯამებ დისკუსიას: ამაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რა უნდა ყოფილიყო გრაფიკში?

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...