Home » მთავარი » “რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან…”

“რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან…”

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

თავად  პრეზიდენტმა კი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მასკარადი უნდა დასრულდეს”

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უმაღლესი თანამდებობის 4 პირთან მიმუშავია. ეს მე-3 პრემიერმინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან – ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე – მინდა ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან.. იმიტომ რომ, იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა. მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.

ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ.

უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში გაკეთებული და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.

ამავე ფონზე, სრულად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება და, არ ხდება კომენტირება იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...