You are here
„უხმოდ უყურებდა აფხაზეთს, რომ გამეშვა საკუთარ გულს ხელისგულზე დაიდებდა, მამის საფლავს ჩაეხუტებოდა…“(ვიდეო) მთავარი საზოგადოება 

„უხმოდ უყურებდა აფხაზეთს, რომ გამეშვა საკუთარ გულს ხელისგულზე დაიდებდა, მამის საფლავს ჩაეხუტებოდა…“(ვიდეო)

ლუკა კურტანიძე და მისი მეუღლე ხათუნა მიქატაძე ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ. როგორც ხათუნა ამბობს, 1993 წლის მერე პირველად მივიდნენ ასე ახლოს პოსტთან

-1993 წლის შემდეგ პირველად მივიდა ასე ახლოს…
იდგა და უყურებდა უხმოდ ძალიან დიდხანს…
მანქანაში რომ დაბრუნდა ხმა უთრთოდა და ისე მითხრა – პირველად ვარ ასე ახლოს მამის გულთანო…
რამდენიმე წუთი უხმოდ თავჩაქინდრული იჯდა…
ვიცი იმ წუთში რასაც ფიქრობდა, რომ გამეშვა, საკუთარ გულს ხელისგულზე დაიდებდა, ისე გაივლიდა ენგურის ხიდს. მამის საფლავს ჩაეხუტებოდა, მოეფერებოდა… სანაცვლოდ ხელისგულით მიტანილ საკუთარ გულს დატოვებდა იქ, ოღონდაც კი … ოღონდაც კი რამდენიმე კილომეტრის გავლა და მამის გულთან კიდევ უფრო ახლოს მისვლა შეძლებოდა…
აქვე ტაძარია ხათო შევიდეთო, ეს თქვა და ტაძრისკენ მიმავალ გზას დავადექით.
ისიც ვიცი იქ რა შეავედრა უფალს“-წერს ხათუნა მიქატაძე.

ამ სტატუსის კითხვისას გაგვახსენდა დიდი სპორტსმენის ნატვრა.

„წლების განმავლობაში მამას ვეძებდი. წლების განმავლობაში სულ მეგონა, რომ ვარჯიშის მერე დარბაზში მამა შემოვიდოდა…ასე გავიდა წლები…

მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ყრის ფარხმალს, მინდა ვუთხრა მთელ საქართველოს და აფხაზ ძმებს, როცა მამას ვიპოვი, აუცილებლად აფხაზეთში დავასვენებ. მე აუცილებლად დავბრუნდები აფხაზეთში! აუცილებლად ვიპოვი მამის ცხედარს და ის დარჩება აფხაზეთში. არ მოვწყვეტ აფხაზეთის მიწა-წყალს, რადგან მის საძებრად ყოველთვის ჩავალ აფხაზეთში.“

იხ.

http://www.gmtv.ge/34800-2/

1993 წლის შემდეგ პირველად მივიდა ასე ახლოს… იდგა და უყურებდა უხმოდ ძალიან დიდხანს… მანქანაში რომ დაბრუნდა ხმა უთრთოდა და ისე მითხრა – პირველად ვარ ასე ახლოს მამის გულთანო… რამდენიმე წუთი უხმოდ თავჩაქინდრული იჯდა…ვიცი იმ წუთში რასაც ფიქრობდა, რომ გამეშვა, საკუთარ გულს ხელისგულზე დაიდებდა, ისე გაივლიდა ენგურის ხიდს. მამის საფლავს ჩაეხუტებოდა, მოეფერებოდა… სანაცვლოდ ხელისგულით მიტანილ საკუთარ გულს დატოვებდა იქ, ოღონდაც კი … ოღონდაც კი რამდენიმე კილომეტრის გავლა და მამის გულთან კიდევ უფრო ახლოს მისვლა შეძლებოდა…აქვე ტაძარია ხათო შევიდეთო, ეს თქვა და ტაძრისკენ მიმავალ გზას დავადექით. ისიც ვიცი იქ რა შეავედრა უფალს.

Gepostet von Khatuna Mikatsadze am Donnerstag, 14. Juni 2018

Comments

comments

Related posts