Home » მთავარი » საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს

თბილისის მერი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

-საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს. ყოველ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენი დედაქალაქი საუკუნეებია გამორჩეულია ეროვნული, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით, ამ მრავალფეროვნებისადმი პატივისცემით და შემწყნარებლობით.

ეს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ყოფის ნაწილია და გისურვებთ, კიდევ უფრო ჰუმანური, ტოლერანტული, უფრო თბილი და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული ყოფილიყოს ჩვენი თანაარსებობა.

Facebook Comments
x

Check Also

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან. აქცია 3 ...