Home » მედიცინა » ექიმი გვირჩევს – ზრდისა და წონის კონტროლი დაბადებიდანვე

ექიმი გვირჩევს – ზრდისა და წონის კონტროლი დაბადებიდანვე

მაია ცომაია

კითხვებს პასუხობს საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტის“ ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლიკა კაჭარავა

-სიმაღლეში ზრდის პრობლემა დღეს ძალზედ აქტუალურია, რა იწვევს ზრდაში ჩამორჩენას?

-ზრდაში ჩამორჩენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბავშვების 6-7% -ს აღენიშნება.

ბავშვებში ზრდაში ჩამორჩენა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა, ენდოკრინული და გენეტიკური დაავადებები. ყველაზე ხშირად ზრდაში ჩამორჩენა განპირობებულია სიმაღლის კონსტიტუციონალური (აღნაგობითი) და ბავშვის ფიზიკური განვითარებით. როგორც ცნობილია, სიმაღლეში ზრდას 100 გენზე მეტი უზრუნველყოფს, ამიტომ მემკვიდრეობითი და აღნაგობითი ფაქტორები ძალზე მნიშვნელოვანია. ზრდაში ჩამორჩენა შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით.

რა ფაქტორებს უნდა მოაქციოს მშობელმა ყურადღება ამ დროს?

-ზრდაში ჩამორჩენის დროს მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვის ასაკი, არამედ, ე.წ. ძვლის ასაკი. ძვლის ასაკი ყოველთვის არ ემთხვევა ქრონოლოგიურ (საპასპორტო) ასაკს, ის განისაზღვრება ხელის მტევნის რენტგენოლოგიური სურათით. სანამდე ზრდის ზონები არ დაიხურება შესაძლებელია სიმაღლეში ზრდა. ხოლო, როცა ეს ზონები იხურება სიმაღლეში ზრდა წყდება.

-რა ახდენს ზრდაზე დიდ გავლენას?

-ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს სწორი კვება, არასრულყოფილმა რაციონმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზრდის შენელება. სწორ კვებაში ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, დაბალანსებული საკვები იგულისხმება.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები ზრდაში ჩამორჩენის რა შეიძლება იყოს?

-ზრდაში ჩამორჩენა შეიძლება იყოს პირველი კლინიკური ნიშანი ენდოკრინოპათიისა და სხვა სომატური დაავადების. მაგალითად ,ფარისებრი ჯირკვლის ,თირკმლის ,გენეტიკური პათოლოგიების , კვების დარღვევებისას.

დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადებების მართვისთვის. ბავშვის განვითარება იწყება ერთი კვერცხუჯრედიდან და ყველაზე ინტენსიური ზრდა მოდის სწორედ მუცლად ყოფნის პერიოდზე. შემდგომი ზრდა ხასიათდება გარკვეული ტემპით განვითარების სხვადასხვა ასაკში და შეფასება ხდება პერცენტილური მრუდებით.  მთავარი როლი ამ პროცესში მიეკუთვნება ზრდის ჰორმონს , ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორებს ,შემდგომ ფარისებრ ჯირკვალს და სასქესო ჰორმონებს.

-როგორ დავადგინოთ, ზრდაში ჩამორჩება თუ არა ბავშვი? თუ საქმე გვაქვს კონსტიტუციური განვითარების ტიპთან?

-აღნიშნული პრობლემის დადგენა ხდება სრულიად უმტკივნეულოდ, ძვლოვანი ასაკის დადგენის მიზნით ხელის მტევნის რენტგენით, რომელიც ნორმაში უნდა შეეფარდებოდეს საპასპორტო ასაკს. მნიშვნელოვანია ზრდისა და წონის კონტროლი დაბადებიდანვე. რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული დარღვევა, საჭიროების შემთხვევაში კი არ გადადოთ სპეციალისტებთან კონსულტაცია.

P.S. სიმაღლეში ზრდის პრობლემა დღეს მეტად აქტუალურია. ამიტომ, ყველა მშობელი ყურადღებით უნდა იყოს !

საუნივერსიტეტო კლინიკა “მედელიტი“

სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...