Home » მთავარი » სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უფასო სკრინინგ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

უფასო სამედიცინო მომსახურებას პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები 400-ზე მეტი 16-დან 60 წლამდე დევნილი მიიღებს.

სკრინინგ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. უფასო სკრინინგ პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და გორის რაიონშის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ  600-მდე დევნილს  გამოკვლევები ჩაუტარდა.

Facebook Comments
x

Check Also

თამარ ტალიაშვილისა და კომპანია “უნივერსამის” ერთობლივი აქციით ზღვისუბანში შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და ამავე რაიონში სუპერმარკეტების ქსელის “უნივერსამის” ერთობლივი საქველმოქმედო ...