Home » მთავარი » პოლიტიკას სჭირდება ქალური კულტურა! დროა შევცვალოთ ლამაზად…

პოლიტიკას სჭირდება ქალური კულტურა! დროა შევცვალოთ ლამაზად…

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

დღეს, ქვეყანაში არსებული რეალობა მოითხოვს ახალ იდეებსა და გადაწყვე­ტი­ლებებს, გრძელვადიანი ინტერესებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას, შიდა და გარე პოლიტიკის თანმიმდევრულ, დაბალანსებულ და სისტემურ გარდაქმნებს საზოგადოებასა და სახელმწიფოში, რაც ქალისა და მამაკაცის გონებრივი პოტენციალის სინთეზს მოითხოვს.

საქართვე­ლოს კანონმდებლობით,სამართლებრივ დონეზე არსე­ბული თანასწორობის მიუხედავად, გენდერული თანასწო­რობის მისაღ­წე­ვად ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

იმისათვის,რომ სახელმწიფოს მიერ გან­ხორ­ციელებულმა რეფორმებმა და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა შესა­ბა­მისი შედეგები გამოიღონ, აუცილებელია,მოსახლეობის წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებზე მუშაობა. განსაკუთრებულ ყურად­ღებას კი მოქალა­ქის, როგორც პოლიტიკური მოქმედი პირის როლი საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებში და ზოგადად პოლი­ტი­კაში გენდერული თანასწორობის პრობლემების განხილვა.

პოლიტიკას სჭირდება ქალური  კულტურა!

ქალური კულტურის გაგება მოიცავს ყველა ქალს – როგორც აქტიურს, ასევე – პასიურს (დასაქმებულს თუ უმუშევარს, განათლებულს და განათ­ლების გარეშე მყოფს, ძალაუფლების მქონეებს და ძალაუფლების არმქო­ნეებს).

ის ქალები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციებში, გაცილებით ძლი­ერები არიან, ვითარდებიან და კარგად ხედავენ ერთიანობის და სოლი­და­რობის აუცილებლობას.

ქალურ კულტურაში არ არსებობს იდეალი!

სამწუხაროდ ბევრი ქალი არ მონა­წი­ლეობს მასში და არ მიიჩნევს თავს ამ კულტურის ნაწილად და ისინი გადა­დიან მამაკაცურ კულტურაში, მათი თამაშის წესებით თამაშობენ, ასეთ ქალებს ხშირად ეძახიან „კაცი კაბაში“. ისინი არასოდეს ცდილობენ, დაეხ­მარონ სხვა ქალებს, ხელი შეუწყონ პრობლემის მოგვარებასა და მდგომა­რეობის გაუმჯობესებაში…

გარდა ამისა საქართველოს მოსახლეობა ღირებულებების გამოწვევების წინაშეც დგას. ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ დემოკრატიას,სიტყვის თავისუფლებას, სამარ­თლიან არჩევნებს და ა.შ., მაგრამ გვახასიათებს მეტ-ნაკლებად კონსერვა­ტი­ული შეხედულებებიც, ამიტომ, დღევანდელი რეა­ლობა და საქართველოში არსებული დომინანტური პოლიტიკური კულ­ტურა არ ქმნის საკმარის საფუძველს დემოკრატიის სტაბილური განვითარე­ბი­სათვის.ხარვეზების აღმოსაფხვრელად და არსებული ვითარების გასაუმჯო­ბე­სებლად ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებსა თუ გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო უწყებებში უნდა დაისახოს სამოქმედო პრიორი­ტე­ტები.

უნდა მოხდეს პოლი­ტი­კური სიტუაციის გენდერული მახასიათებლების გაანალიზება;

აუცილებელია შეიქმნას პოტენციურ ქალკანდიდატთა ბაზა;

საჭიროა ქალკანდიდატთა სიებში შეყვანის მონიტორინგი,რომ მათ უკანა პლანზე არ გადაინაცვლონ;

უნდა დაინერგოს ახალგაზრდული პროგრამები,რომლებიც ქალებს პოლი­ტი­კაში ადრეული ასაკიდანვე ჩართვის საშუალებას მისცემს;

საჭიროა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით გამოყოფილი თანხების გაანალიზება,რათა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა, რამდენად საკმარისია გენდერულად სენსი­ტი­ური პოლიტიკის გასატარებლად.(რეალურად ამ მიმართულებით და­ფი­ნანსების ყველაზე დიდი წყარო დონორი ორგანიზაციები არიან);

საჭიროა მმართველობით პროცესებში ჩართულ ქალებს შორის გა­მოცდილების ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვა;

საჭიროა კორექტივები სახელმწიფოში იდეოლოგიის დონეზე;

სასურველია ქალთა გაერთიანებების შექმნა ადგილობრივ დონეზე და მათი გადამზადება;

აუცილებელია, დაინერგოს ქალების პოლიტიკური განათლების პროგრმები, რომლის მიზანი იქნება ქალებში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება და შემდგომ ქალი პოლიტიკოსების თაობების აღზრდა.

ქვეყანას სჭირდება გონიერი,კონკრეტული საკითხების ირგვლივ კარგად მომზადებული ქალები კადრების სახით!

დროა შევცვალოთ!

შევცვალოთ ლამაზად…

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...