Home » მთავარი » “თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი?”

“თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი?”

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები” „დროებით მთავრობას“ მხარს ვერ დაუჭერს.

„ველოდებით თქვენთან შეხვედრას 2-3 კვირის შემდეგ. დროებით მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და არ გამოვუცხადებთ. თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი? თქვენ თვითონ აპირებთ მთავრობაში ცვლილებების განხორციელებას, ამიტომ, ამ დროებით ფორმალურ მთავრობაზე პასუხისმგებლობა აიღოს უმრავლესობამ, ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ უკვე იქიდან გამომდინარე, რას მოვისმენთ 3 კვირის მერე პარლამენტის სხდომათა დარბაზში“ – განაცხადა ინაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...