Home » ინტერვიუ » „მივხვდი, სამშობლოს არ უნდა გაუბრაზდე! დავბრუნდი პროექტ “გეორგია”-ში მონაწილეობისთვის!“

„მივხვდი, სამშობლოს არ უნდა გაუბრაზდე! დავბრუნდი პროექტ “გეორგია”-ში მონაწილეობისთვის!“

რამდენიმე ხნის წინ მიხეილ ცილიკიშვილმა საქართველო დატოვა.

იხ.

http://www.gmtv.ge/41792-2/

თუმცა როგორც ვამბობდით, დიდხანს ვერ გაძლო საზღვრებს გარეთ და სამშობლოში დაბრუნდა.

ჩვენ საქართველოში ჩამოსულ მებრძოლ-ვეტერანს ისევ დავუკავშირდით.

-ბატონო მიხეილ, დაბრუნებულხართ.

-დიახ, დავბრუნდი.

-და მიზეზი?

-დავბრუნდი პროექტ “გეორგია”-ში მონაწილეობის მისაღებად!!!!
მივხვდი რომ სამშობლოს არ უნდა გაუბრაზდე!!!, მონატრებას არ უნდა გაუბრაზდე და შენს კუთხე კუნჭულს!!!.
უამრავი თხოვნების გამო, ყველაფრის აწონ დაწონვის შემდეგ მივხვდი რომ ყველამ უნდა მივხედოთ ჩვენს დიდ სახლს ჩვენს საქართველოს.

ყველა ჩვენგანი, როგორც ერთი პატარა ჭანჭიკი დიდ სისტემაში, საჭიროები ვართ ჩვენი სამშობლოსთვის. ემიგრანტებმა გამომაცილეს. გული ჩამეწვა აეროპორტში.

უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ აქ დარჩენილებმა უნდა შევქმნათ ის პირობები რომ არავის აღარ მოუნდეს სამშობლოს მიტოვება, პირიქით, აქეთ უნდა დაიძრას მთელი ემიგრაცია. მივხვდი რომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში “გეორგია” აი ეს პროექტია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი…

მე დავბრუნდი. დავბრუნდი უფრო მეტის და უფრო ხარისხიანად საკეთებლად ვიდრე აქამდე მიკეთებია.
ჩვენი დიდი და პატარა ოჯახებისთვის. ჩვენი მეგობრებისთვის. ჩვენი თბილისისთვის. ჩემი საქართველოსთვის.

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...