Home » მთავარი » ” სანამ ასეთი პოლიტიკა ექნება სისტემას, მცდელობა პატივი სცენ პოლიციელს, განწირულია“

” სანამ ასეთი პოლიტიკა ექნება სისტემას, მცდელობა პატივი სცენ პოლიციელს, განწირულია“

დღეს, თბილისის საქალაქო  სასამართლოში „გირჩის“ ლიდერის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ზურა ჯაფარიძის წინააღდეგ 173-ე მუხლით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილეს, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. საქმე ეხება 12 მაისის აქციაზე მის დაკავებას.

ადვოკატის განმარტებით, მსგავსი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და მიაჩნია, რომ საქმის განხილვა უნდა შეწყდეს.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, რადგან ცოტა ხნის წინ ზურა ჯაფარიძე ამ მოსამართლემ სხვა საქმეზე უკვე დააჯარიმა 2000 ლარით, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სანამ ასეთი პოლიტიკა ექნება სისტემას და სანამ ადამიანს გაასამართლებენ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით, ნებისმიერი მცდელობა ადამიანებმა პატივი სცენ პოლიციელს, განწირულია“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თავად ჯაფარიძე კი ამბობს, რომ „ბრალდება შეთითხნილი და ტყუილია“

„საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ერთადერთი ინტერვიუ მოიტანეს, გარდა ამისა ორი პოლიციელიც ჩვენება, რომელიც არის დადოკუმენტირებული, სადაც ისინი ზღაპრებს ყვებიან, დაახლოებით, იგივეს, რაც ერთმა პოლიციელმა მოყვა, რომელიც დღეს ბრალმდებლის როლში გამოდის, თითქოს, მე აქციაზე მისვლის მომენტიდან დედის გინებით შევვარდი და უწყვეტად ვაგინებდი პოლიციელებს. მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, არ გავჩერდი და შემდეგ ჩემი დაკავება მოხდა, მიუხედავად იმისა, არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, სადაც ვჩანვარ მე და ჩას, როგორ ვიქცევი. არავისთვის არ მიგინებია და ეს ყველაფერი არის ტყუილი,“- ამბობს ჯაფარიძემ.

მომდევნო პროცესი 13 ივლისს 10 საათზე ჩაინიშნა.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...