Home » მთავარი » “ტვინი უნდა იყოს თავში…”

“ტვინი უნდა იყოს თავში…”

“სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრების კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, ვინაიდან საწყის ეტაპზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ.

კითხვაზე, უერთდება თუ არა კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს, ქანთარია აცხადებს: „რაც მესმის ამ ეტაპზე, თითქოს, არის ამ თემაზე საუბარი“.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანებას, ქანთარიას თქმით, ეს უფრო ლოგიკურია.

„ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე განათლებისა და კულტურის გაერთიანება, ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ. გული უნდა იყოს გულის ადგილას, ტვინი უნდა იყოს თავში, ჩემი აზრი ასეთია და შევეცდები დავასაბუთო. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებას, ეს უკვე პრაქტიკული საკითხია და აქ ვფიქრობ, ეროვნულ იდენტობაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments