Home » F-vews » სადღობელაშვილი საგანელიძეს ბოდიშს უხდის

სადღობელაშვილი საგანელიძეს ბოდიშს უხდის

ლადო სადღებელაშვილი დავით საგანელიძეს საჯაროდ უხდის ბოდიშს.

-მეგობრებო მოვითხოვ თქვენს ყურადღებას! მინდა გავაკეთო პატარა განცხადება! წინასიტყვაობისთვის გეტყვით, რომ სიცოცხლე აღსავსეა უსიამოვნო სიურპრიზებით, თუმცა არის მომენტები, როდესაც რაღაც სასიამოვნო და კარგიც ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ამას საერთოდ არ ელოდები, ამასთანავე გეტყვით, რომ ყოველთვის უნდა შეგეძლოთ იპოვოთ ძალა და გამბედაობა საკუთარ თავში, რათა აღიაროთ შეცდომები მოვლენათა შეფასებისას!
– ასეთი მოულოდნელად სასიამოვნო ფაქტის წინაშე დავდექი მაშინ, როდესაც სასამართლოზე შევიტყვე, რომ დავით საგანელიძემ წერილობითი ფორმით მიმართა მოსამართლეს ჩვენი (უსამართლოდ დაკავებული 7 რელიგიური პატიმრის) გათავისუფლების შუამდგომლობით. სწორედ,იქ განსასჯელის სკამზე მივხვდი, რომ ჩემი საქციელი ამ ადამიანის მიმართ იყო ყოვლად უსამართლო და გაუაზრებელი. ამასთანავე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს,თუ რაოდენ მდიდარი სულის პატრონი და მაღალი ზნეობრივი თვით შეგნების ადამიანი აღმოჩნდა დავით საგანელიძე, რომელმაც მიუხედავათ პირადი წყენისა, მოიქცა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, დადგა პირად წყენაზე მაღლა და არ გაგვიმეტა ციხისთვის!
– მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელთანაც თითქოს და კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს გამო თავიც კი არ შეიწუხეს და გულთან ახლოსაც არ მიიტანეს ჩვენი თითოეული ოჯახის წევრის თხოვნა!
– მე არათუ მხოლოდ ბოდიში მინდა მოვუხადო დავით საგანელიძეს და ყველა მის თანამშრომელს მიყენებული უსამართლო შეურაცჰყოფისთვის, არამედ მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის რაც მისგან მივიღე! იმედია მომავალში მეც დამიდგება ისეთი მომენტი, როდესაც შევძლებ დავდგე პირად წყენაზე მაღლა უზენაესი სამართლის გამო!
– მეგობრებო თქვენ კი მოგიწოდებთ, სამომავლოდ გაანალიზოთ და სწორედ შეაფასოთ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მასმედიის და სოციალური ქსელის საშუალებით ამა თუ იმ ადამიანის მიმართ! ყოველთვის ისე არ არის როგორც თავიდან და ერთი შეხედვით ჩანს!-წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელშ.

არქივიდან:

“თქვენ ხართ კორუმპირებული და ამაზე სალაპარაკოდ მოვედი”_სადღობელაშვილი საგანელიძის ოფისში

 

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...