Home » მედიცინა » ჭარბი წონა! – როგორ დავიკლოთ უსაფრთხოდ და შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი…

ჭარბი წონა! – როგორ დავიკლოთ უსაფრთხოდ და შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი…

21-ე საუკუნეში მსოფლიოში ჭარბი წონა და სიმსუქნე მასშტაბურ მედიკო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში უნდა მოხდეს სიმსუქნის მიზეზის დადგენა, შემდგომ აუცილებლად ენდოკრინოლოგთან ერთად მკურნალობის და სწორი კვების შერჩევა. კვების რაციონთან ერთად კარგია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც ფეხით სიარული , დიაბეტი ტიპი 2 -ის მაჩვენებელი ბავშვებშიც გაიზარდა, რომელიც ასევე დაკავშირებულია სიმსუქნესთან.

რას მიუძღვის ჭარბი წონის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი?

რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში სიმსუქნე?

როგორ ფასდება სიმსუქნე და მისი ხარისხი?

როგორ დავიკლოთ უსაფრთხოდ ? როგორ შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი და მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა?

ამ კითხვებით მივმართეთ საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტის“ ენდოკრინოლოგს, ასისტენტ პროფესორს, მედიცინის დოქტორს ნინო ჩარკვიანს.

ნინო ჩარკვიანი:

-ჭარბი წონის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე მოდის , რომლის მაპროვოცირებელი შესაძლოა გახდეს არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. არასწორ კვებაში იგულისხმება დღის მანძილზე ერთხელ, ან ორჯერ საკვების დიდი რაოდენობით მიღება, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მიზეზი ხდება. შედეგად დღე-ღამურად ადამიანი იღებს იმაზე მეტ კილოკალორიას, ვიდრე ხარჯავს , რასაც მივყავართ ჭარბი წონის განვითარებამდე. ტერმინი „ჭარბი კვება“ სულაც არ გულისხმობს დიდი რაოდენობით საკვების მიღებას. ყოველდღიურად ჭარბად მიღებული 100 კკალორიის შედეგად წელიწადში შეიძლება ადამიანმა მოიმატოს 5-7 კგ.

სიმსუქნის ჩამოყალიბებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის სტრესს და ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ვინაიდან ხშირად ადამიანები ჭარბი კვებით ცდილობენ სტრესის დადებითი ემოციით ჩანაცვლებას, რასაც საბოლოო ჯამში სიმსუქნემდე მივყავართ.

სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ცვლილებები ჰორმონალურ სისტემაში, ასევე შესაძლოა თან ახლდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, როდესაც ადექვატურად ვერ ხერხდება ძღომის ან შიმშილის ცენტრების აგზნება თავის ტვინში.

ამჟამად სიმსუქნის არსებობისა და მისი ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება სხეულის მასის ინდექსი , რომელიც ნორმაში 18,5 დან -24, 9 მდეა.

დღეს სავსეა ინტერნეტ სივრცე, ჟურნალ-გაზეთები უამრავი სახის დიეტებით, ხან ბრინჯის, ხან წიწიბურას, ხან ცილოვანი დიეტებით. შესაძლოა აღნიშნული დიეტებით მართლაც მიმდინარეობდეს სწრაფი დაკლება, თუმცა არცერთი შემოთავაზება არ მიეკუთვნება ფიზიოლოგიურს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად შეუძლებელია მიღებული შედეგის შენარჩუნება. ცალკე თემაა კიდევ არაფიზიოლოგიური დიეტებით გაუცნობიერებლად ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიოს ან გააღრმავოს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. დადგენილია, რომ კვირაში 1-2 კგ-ზე მეტი წონის კლება წარმოადგენს რისკს მთელი რიგი შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებისთვის.

იმისათვის, რომ დავიკლოთ სწორად, ეფექტურად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი, პირველ რიგში უნდა მოხდეს ექიმი ენდოკრინოლოგის მიერ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზის დადგენა, შეფასება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა ინდივიდუალურად, ვინაიდან ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია.

როგორ მივაღწიოთ შედეგს? რას ნიშნავს სწორი კვება?

-საკვები უნდა მივიღოთ 3-4 ჯერ დღის მანძილზე, მცირე ულუფებით, მნიშვნელოვანია, რომ კვებათა შორის ინტერვალები იყოს თავისუფალი, შუალედში დასაშვებია მხოლოდ კალორიების გარეშე სითხეების მიღება: წყალი, ჩაი და ყავა უშაქროდ. საკვებში უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმი და იოლად ასათვისებელი ნახშირწყლები, ტკბილეული, უნდა დავიცვათ ფიზიოლოგიური თანაფარდობა. ნახშირწყლებთან ერთად უნდა მივიღოთ ცილოვანი საკვებიც, ვინაიდან დიეტის დროს ადამიანის ორგანიზმი ცხიმებთან ერთად კარგავს ცილებს, მინერალებსა და ვიტამინებს. დღის ჯამური კალორაჟისა და თანაფარდობის გადანაწილება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თითოეულ კვებაზე.

ინდივიდუალური კვების რაციონთან გირჩევთ ადექვატურ ფიზიკურ დატვირთვას, თუნდაც ფეხით სიარულს დღეში 30-40 წუთი, ან ექიმთან შეთანხმებულ ზომიერ ვარჯიშს, ან ცურვას. და ყველაზე მთავარი-ჯანმრთელობასა და სილამაზეზე მოტივირებული ადამიანები ადვილად აღწევენ შედეგს !

პ. ს.საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტის“ პროფესიონალ ენდოკრინოლოგთა გუნდი თქვენზე მორგებული ხელმისაწვდომი პროგრამით თქვენს სამსახურშია! კლინიკა „მედელიტში“ შეგირჩევენ ორგანიზმისთვის „ჯანსაღი კვების“ ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევასა და შენარჩუნებაში.

                                                მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3

                                                     (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

                                                                                      ტელ: 2 144 044

 

Facebook Comments
x

Check Also

“ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!”

პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ...