Home » ბლოგი » “სამარცხვინოა! “ეს იმის ის” პრინციპით დასაქმებული “საქმის მკეთებელი” კადრები – როდემდე!”

“სამარცხვინოა! “ეს იმის ის” პრინციპით დასაქმებული “საქმის მკეთებელი” კადრები – როდემდე!”

თამთა მეგრელიშვილი

-სამარცხვინოა,როდემდე უნდა გაგრძელდეს მასიურად «ეს იმის ის» პრინციპით დასაქმებული “საქმის მკეთებელი” კადრების თავდაუზოგავი მუშაობა?!

სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ ადგილს იკავებს.
უმუშევრობა – მოცემული ტერმინი ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას,რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს.
გამოიკვეთა რომ საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა ჭარბობს თუმცა თვითდასაქმებულთა ნაწილი ამ ფორმის გამო თავს არ მიიჩნევს დასაქმებულად და რეალურად ისინიც იბრძვიან სასურველი სამსახურისათვის.
შესაბამისად როცა საქართველოში ჩნდება სამუშაო ადგილები შესაძლოა ეს ადგილები საერთოდ დაუსაქმებელი ადამიანების ნაცვლად თვითდასაქმებულმა ადამიანებმა შეავსონ.
მიუხედავ იმისა რომ განათლების რეფორმები ხორციელდება,განათლების სისტემა კვლავ არაეფექტიანია ისეთი მომავალი ლიდერების აღზრდაში,რომლებსაც თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები ექნებათ განვითარებული.
ჩემი აზრით დიდი პრობლემაა ისიც რომ ხშირ შემთხვევებში ბაზარზე არსებული მოთხოვნები აცდენილია იმ უნარებს რომელიც კონკრეტულ სამუშაოს სჭირდება.
ვფიქრობ აუცილებელია:
სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციას განახორციელებს რათა შეიქმნას ერთგვარი სტატისტიკა,განისაზღვროს მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიები ასევე
გვჭირდება კანონი უმუშევართა დაცვის შესახებ რათა სახელმწიფომ შეიმუშაოს სამართლიანი დასაქმების პოლიტიკა .
როდემდე უნდა გაგრძელდეს მასიურად «ეს იმის ის» პრინციპით «საქმის მკეთებელი» კადრების თავდაუზოგავი მუშაობა?!

 

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...