Home » მთავარი » მთავარი თურქეთში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

მთავარი თურქეთში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

-როგორც სოციალურ ქსელში ვკითხულობ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია თურქეთში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამიტომ, ძალიან მოკლედ:

1. ერდოღანმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში 52.5% აიღო.

2. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა “ხალხის ალიანსმა”, რომლის შემადგენლობაში იყო ერდოღანის პარტია (სამართლიანობის და განვითარების პარტია) 42,5%-ით და ნაციონალური მოძრაობის პარტია 11%-ით, ჯამში 53%-ზე მეტი. შესაბამისად, სხვა პარტიები რომ აღარ განვიხილოთ, ერღოღანი პარლამენტსაც უმრავლესობით აკონტროლებს.

და მთავარი

3. ადრე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ამ ვადამდელი არჩევნების შემდეგ, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება, უქმდება პრემიერ-მინისტრის პოსტი და ერდოღანი განუსაზღვრელ აღმასრულებელ ძალაუფლებას იღებს, მ.შ. უმაღლესი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლებით.

ამგვარად, მან მიაღწია საწადელს და ორი წლის წინ დაგეგმილი (უფრო ადრე ჩაფიქრებული) ცვლილებები სისრულეში მოიყვანა.
__________________________________
2 წლის წინანდელი შეფასება და პროგნოზი აღნიშნულ თემაზე:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=280715485598679&id=159098627760366

 

Facebook Comments
x

Check Also

გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი -თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ...