Home » მედიაცია » GMTV-ის ახალი პროექტი – მედიისა და მედიცინის გაერთიანება – თქვით სათქმელი!

GMTV-ის ახალი პროექტი – მედიისა და მედიცინის გაერთიანება – თქვით სათქმელი!

 ა ხ ა ლ ი   პ რ ო ე ქ ტ ი

GmTV-ზე

მ ე დ ი ა ც ი ა

მაია ცომაია

ჩემი ახალი პროექტი დაიწყო და მის პირველ საპატიო წევრს, მედ.დოქტორს, მეან–გინეკოლოგს, ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტს, მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის სამეცნიერო საბჭოს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, სამედიცინო ცენრტ “ვენუს ჯორჯიას” Venus Georgia დირექტორს ქ-ნ მანანა აბულაძეს მადლობას ვუხდით

🔷ახლა კი შეგახსენებთ ჩემი და Gmtv.ge ჯეომედია სააგენტო ახალი წამოწყებისა და პროექტის შესახებ
მედია მედიცინის მუშაკთა პოპულარიზაციისთვის.
🔷სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს მედიცინის მუშაკებს სათანადო არც დაფასება აქვთ და არც პოპულარიზაცია მედიის მხრიდან, რადგან რეკლამად შეიძლება ჩაითვალოს და მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. ხშირად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება ამა თუ იმ სიუჟეტის თუ სტატიის მომზადება, სადაც ექიმი ზარალდება და ილახება მისი უფლებები. რეალობაა ისიც, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის საქართველოში მოღვაწე ექიმების მიღწევები და საერთოდ, ქართული მედიცინის დონე.

GMTV-ის ახალი პროექტი არის მედიისა და მედიცინის გაერთიანება.
გაერთიანების წევრ ყველა ექიმს დაუთმობთ დროს და მივცემთ საშუალებას თქვან მათი სათქმელი.

ახალი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ჟურნალისტი მაია ცომაია.

🔷ახალი მედია-პროექტი მიზნად ისახავს მედიცინის სფეროში ყველა სიახლის გაშუქებას, პროფესიონალი მედ პერსონალის საზოგადოებისთვის გაცნობას, საინტერესო და აქტუალური პუბლიკაციების გამოქვეყნებას, რჩევებსა და რეკომენდაციებს, ასევე თსსუ წარჩინებული სტუდენტების წარმოჩენას
მე ვთვლი, რომ მედიამ აუცილებლად უნდა გააშუქოს აქტუალური და პრობლემური თემები. შეცდომა თუ გადაცდომაც, თუმცა საქმის კარგად შესწავლის შემდეგ.
როდესაც ექიმის ბრალეულობაზე ვსაუბრობთ, ობიექტურობის დადგენის მიზნით აუცილებელია ექსპერტებთან, მოწმეებთან და საქმესთან დაკავშირებული კომპეტენტური პირებისგან მოვისმინოთ კომენტარები, რადგან მხოლოდ დაზარალებული ან გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრების მიცემული ინტერვიუები ვერ ასახავს რეალობას, და იქნება სუბიექტური ანუ ტენდენციურად გაშუქებული.

🔷დაიმახსოვრეთ: სამედიცინო განათლების არმქონე პირის , ამ შემთხვევაში იგულისხმება გარდაცვლილი ან დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები, მათი მიცემული ჩვენება ვერ ასახავს ადექვატურად პაციენტის ავადმყოფურ მდგომარეობას (სუბიექტური და ობიექტური სიმპტომატიკა)
🔷 მედიაციის წევრობას ვთავაზობთ ყველა ექიმს, სადაც განთავსდება თქვენი ისტორიები, მიღწევები, პუბლიკაციები და სხვა სიახლეები!

როგორ ხდება ექიმი გაერთიანების წევრი

🔷ნებისმიერ მსურველ ექიმთან ფორმდება ერთწლიანი კონტრაქტი.
სააგენტო იღებს ვალდებულებას გააშუქოს თვეში თავად ექიმის მიერ მოწოდებული 2 მასალა და 1 ვიდეო ( ვიდეოს არქონის შემთხვევაში ექიმი მოდის სააგენტოში ან ჟურნალისტი მიდის მასთან)
დამიკავშირდით : maiatsomaia@hotmail.com

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...