Home » თქვენი სათქმელი » “მეტად გასააზრებელი ფაქტი…სირცხვილია, როცა საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ…”

“მეტად გასააზრებელი ფაქტი…სირცხვილია, როცა საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ…”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

საზოგადოებისათვის რამდენიმე, მეტად გასააზრებელი ფაქტი:

1) კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა არის არჩევითი და არა მემკვიდრეობითი;

2) კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული საეკლესიო კრება და ხმის უფლებით სარგებლობს მხოლოდ წმიდა სინოდის ეპისკოპატი;

3) ეკლესიას მართავს წმიდა სინოდი, ანუ კრებითობის პრინციპი და არა პირველიერარქი;

4) მოსაყდრე არ არის თანამმართველი კათოლიკოს-პატრიარქისა;

5) მოსაყდრე არ ნიშნავს აპრიორი მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს;

6) მოსაყდრის უფლებამოსილება ძალაში შედის მხოლოდ მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის შემთხვევაში;

7) მოსაყდრის უფლება-მოვალეობაში შედის მხოლოდ ორი საკითხი:

ა)კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების წინარე პერიოდისა და სამზადისის ნორმალურ და კანონიერ გარემოში უზრუნველყოფა-ორგანიზება;

ბ) საკუთარი კანდიდატური დასახელება, ან არდასახელება (ნებაყოფლობითია);

8 ) საქართველოს ეკლესიის ცხოვრება-მოღვაწეობა რეგულირდება წმიდა წერილით, წმიდა დიდი სჯულის კანონით, საღვთო გარდამოცემით, კრებათა დადგენილებებით და ადგილობრივი მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც თანხმობაში უნდა იყოს პირველ ოთხთან;

9) მოსაყდრის ინსტიტუტი არის წარსულის არარენტაბელური, აწ უკვე არააუცილებელი და უადგილო რუდიმენტი, რადგან ეკლესია ამჟამად არც ფორსმაჟორულ ვითარებაშია, არც ექსტრემალურ მდგომარეობაში (ექსორიობა, ომი, რეპრესია) რომ ამის ადმინისტრაციული საჭიროება არსებობდეს;

10) სირცხვილია, როცა მოსაყდრე შიოს ოფიციალური თანაშემწე (წესით ეს თანამდებობაც არ არის რეგლამენტირებული და დეკლარირებული) დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავლენს არაკვიფიციურობას, ანბანური კანონების უცოდინრობას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, შემდეგი ფრაზით – “მოსაყდრე არის პატრიარქის ტახტის მემკვიდრეო”, რაც დიდი მკრეხელობა და პროფანაციაა ორიათასწლოვანი მართლმადიდებლური სწავლების.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...