Home » მთავარი » რას უპირებს ბახტაძე “შავ ჯიპებს” და სხვა პერსონალურ მანქანებს…

რას უპირებს ბახტაძე “შავ ჯიპებს” და სხვა პერსონალურ მანქანებს…

მამუკა ბახტაძე – მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ ე.წ. „შავ ჯიპებს“, არამედ მთლიანად ავტოპარკს და პერსონალურ მანქანებს შეეხება

„მთავრობის შემდეგ სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ჯიპებს“ არ შეეხება, ეს შეეხება მთლიანად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“- ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მცირე მთავრობის კონტექსტში ე.წ. „შავ ჯიპებთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას შეეხებოდა.

„ბუნებრივია, ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი – კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და  მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა, ზოგადად, ეხება ავტოპარკს, ნებისმიერი მანქანის ჩათვლით, განსაკუთრებით – ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...