Home » მთავარი » “გაგრილების სისტემა დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს”

“გაგრილების სისტემა დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის დამონტაჟების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს.

„ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შექმნილ ვითარებას უარყოფითად აფასებს პრემიერი და ამბობს:

„ჩემი შეფასებით ეს გარემოება ძალიან ცუდია. დღეს, მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. ამ საკითხის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს და ზუსტად გამოცდების პერიოდში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...