Home » მთავარი » ტამიშის სისხლიანი ბრძოლა – დიდება გმირებს!

ტამიშის სისხლიანი ბრძოლა – დიდება გმირებს!

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 25 წელი გავიდა.

აფხაზეთის ომი. 1993 წლის 2-11 ივლისი. ტამიშის სისხლიანი ბრძოლა

24 წლის წინანდელი 2 ივლისი უმძიმესი დღე იყო ქართველი მებრძოლებისთვის. 1992 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.
შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

  ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და ქედს ვიხრით ტამიშის გმირების ვაჟკაცობს წინაშე.

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...