Home » მთავარი » სააპელაციო სასამართლომ ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა

დავით ცხვარაძე

გახმაურებულ საქმეში ბრალდებულ ექიმს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ექიმის ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე თეიმურაზ სვანიძემ ცნობილი ექიმის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწტვეტილება არ დაკმაყოფილა და ძალაში დატოვა.

სასამართლომ დაკავებულ მერკვილაძეს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის უფლება დამცველები ახალი  GmTV-სთან საუბრში აცხადებენ რომ ისინი უმოქმედოთ არ ისხდებიან და საქმის ხელახალ გასაჩივრებას გეგმავენ.

დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებს მერკვილაძის ბრალეულობაში ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ ექიმი ვიღაცის ინტერესებს შეწირა და ეს ყველამ იცის.

შეგახსენებთ: პატიმრობაში მყოფი ექიმი ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეღთა უკვე მიესაჯა. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა. საქმე 116-ე მუხლით წარიმართა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. და იგი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...