Home » მთავარი » 205-ე ბაღი – ბავშვობიდანვე ქვეყნის და ქალაქის სიყვარულის ჩანერგვა…

205-ე ბაღი – ბავშვობიდანვე ქვეყნის და ქალაქის სიყვარულის ჩანერგვა…

205-ე საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგებმა, აღსაზრდელებმა და მშობლებმა ღონისძიებაში „დარგე ხე“ მიიღეს მონაწილეობა.

პატარებს აქედანვე აჩვევენ სიკეთის კეთებას და საკუთარ ქალაქზე ზრუნვას.

ბაღის დირექტორი ია პატეიშვილი ამბობს, რომ დიდი საქმეა ხის დარგვა და მერე ამ ნარგავზე ზრუნვა. მისივე თქმით, აუცილებელია საქვეყნო საქმეში პატარების ჩართვა და ბავშვობიდანვე ქვეყნის და ქალაქის სიყვარულის ჩანერგვა.

-„ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ ბუნებას, გარემოს დაცვას, როგორც აღზრდის მეთოდს და ვთლით, რომ ბავშვის მოქმედებები და შემდგომი ქცევები დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ შეიგრძნობს ბავშვი ბუნებრივ გარემოს“-გვითხრა ბაღის აღმზრდელმა ელზა ჩინჩახაშვილმა.

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ერთად დგომას და გაერთიანებას. მაგალითია იმისა, თუ როგორ ერთად უნდა იყვნენ მშობლები და შვილები.

საქმეს რომ მორჩნენ, მშობლებმა თავიანთ პატარებს ფუტკრები უწოდეს და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთეს:

-ყველაზე მაგარი ფუტკრები 205-ე ბაღიდან!

ყურადღება!

R

 

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...