Home » მთავარი » ხმაური პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის მსჯელობაზე

ხმაური პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის მსჯელობაზე

ხმაური იყო დღეს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უმრავლესობისა და ოპოზიციის მსჯელობისას, რომელიც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვას მოჰყვა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველის და მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით შეხვდა, თუმცა პოლიციის უფროსმა მას უთხრა, რომ კალანდიას დაკავებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სანამ კალანდიას არ დააკავებენ, ის შსს-ს ტერიტორიას არ დატოვებს და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.

ცნობისთვის, საქმეში რომ ახალი ბრალდებული უნდა იყოს, ეს რეკომენდაცია სერგი კაპანაძეს ეკუთვნის, თუმცა ინიციატივა მიუღებელია უმრავლესობისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...