Home » მთავარი » ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ს ეზოში მარტომ გაატარა

ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ს ეზოში მარტომ გაატარა

ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ს ეზოში მარტომ გაატარა. სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძისმხარდამჭერებიც, მათ შორის “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.

1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.

ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- აცხადებს სარალიძე.

 

Facebook Comments
x

Check Also

“პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე 112-ზე დარეკეთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე კლინიკებს არ მიმართონ და ჯერ 112-ს ...