Home » მთავარი » “42 მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსი” – საჩივარი კობახიძეს

“42 მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსი” – საჩივარი კობახიძეს

,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პარლამეტის თავმჯდომარეს საჩივრით მიმართავს.

,,საქართველოს პარლამენტის 42 მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლები. როგორც ჩანს ისინი კანონზე მაღლა აყენებენ თავს. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვთ დაინტერესდეს ბიუროების მუშაობით და პარლამენტის 42 მაჟორიტარ დეპუტატს დაავალოს, რომ მათმა ბიუროებმა გასცენ საჯარო ინფორმაცია, რომელსაც 3 თვეა ვითხოვთ ,,ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური.

ირაკლი კობახიძეს ასევე ვთხოვთ მიიღოს შესაბამისი ზომები ამ დარღვევის გამო. აღნიშნული ფაქტი და მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები მიუთითებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი არის არაკომპეტენტური. მათი მუშაობის ხარისხზე და ეფექტურობაზე მეტყველებს მთელი წლის განმავლობაში მოქალაქეთა მიმართვიანობის სიმწირეც. ბიუროების მუშაობაზე გაწეული ხარჯი კი წელიწადში ოთხმილიონნახევარს აღწევს, რაც პირდაპირპროპორციულად ნამდვილად არ აისახება ბიუროების მუშაობაზე.

მიგვაჩნია რომ აუცილებელია ახალი სტანდარტებისა და მექანიზმების შემუშავება, რათა ბიუჯეტიდან აღნიშნული ხარჯვა იყოს მოქალაქეებისთვის შედეგიანი.“

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...