Home » მთავარი » “კურიერის” ინფორმაციით, სიგუამ თანამდებობა დატოვა

“კურიერის” ინფორმაციით, სიგუამ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ ესწრება.

როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სიგუა ავადაა, რის გამოც სხდომაზე მისვლა ვერ შეძლო.

თუმცა შსს-ში ვერ აკონკრეტებენ როდის შეძლებს სიგუა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხოს.

“ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებს კომისიაზე გამოცხადებას. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტიც წარედგინება,”-აცხადებენ უწყებაში.

“კურიერის” ინფორმაციით, იოსებ სიგუამ გუშინდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

წყარო: რუსთავი 2

ჩვენ კი შეგახსენებთ:

ეს გახლავთ პოლიციის მაღალჩინოსანი ვინმე სიგუა, რომელმაც ორი მცდელობიდან თავისი უფლებამოსილება ვერ ჩამოაყალიბა და გამოძიება რატო ვერ ჩატარდაო ამის გიკვირთ?

Gepostet von დავით ჟღენტი am Montag, 2. Juli 2018

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...