Home » მთავარი » “სამინისტროს დასახელება უნდა დარჩეს ის რაც იყო, ცალკე გამოყოფა არ არის სწორი“

“სამინისტროს დასახელება უნდა დარჩეს ის რაც იყო, ცალკე გამოყოფა არ არის სწორი“

პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ  კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

საკითხის განხილვისას შენიშვნა გამოითქვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ დასახელებასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის,  დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის მიესალმება ასეთ გაერთიანებას, „თუმცა, ასეთი სახელწოდებით გამოდის, რომ ეს არის დევნილთა და მათი სოციალური დაცვის სამინისტრო.  დევნილთა საკითხიც სოციალური პოლიტიკის ნაწილია, ისევე როგორც  ყველა მიზნობრივი ჯგუფის. არ იქნება სწორი მათი ჩაშლა, რადგან მაშინ დასახელებაში უნდა აისახოს შშმ პირთა, დედათა და ბავშვთა, ხანდაზმულთა და სხვა ჯგუფებიც. მით უმეტეს, რომ აქ მხოლოდ სოციალურ ნაწილზეა  აქცენტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ  სამინისტროს დასახელება უნდა დარჩეს ის რაც იყო, ცალკე გამოყოფა არ არის სწორი“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტს, აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...