Home » მთავარი » ალექსანდრე კობაიძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

ალექსანდრე კობაიძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

მთავარი პროკურატურაში ხალხის პარტიის გენერალურმა მდივანმა მამისა ჯაფარაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტზე “ხალხის პარტიის” კანდიდატი წარადგინა.

ეს კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე, იურისტი ალექსანდრე  კობაიძეა.

“ხალხის პარტია წარმოგიდგენთ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურას ალექსანდრე კობაიძეს. ხალხის პარტია ღრმად დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე კობაიძე სწორედ ის კანდიდატია, რომელიც საქართველოს მთავარი მბრალდებლის უფლება-მოვალეობებს განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო პრეცედენტული სამართლის ზუსტი დაცვითა და განუხრელი პრინციპებით. ალექსანდრე თავისი წარსულითა და პიროვნული თვისებებით სწორედ ის კანდიდატია რომლისთვისაც სისხლის სამართლის პოლიტიკა გამომდინარეობს: მორალის, ზნეობის, ობიექტურობის, ოჯახის ერთობის, პიროვნების ღირსებისა და პატივის, პიროვნების პირადი ავტონომიის საჯარო სულისკვეთების პრიორიტეტულობით და არა კერძო გავლენიანი თუ კერძო გავლენიანი პირთა წრის ინტერესებით, ასევე ოპოზიციური პარტიათა პირთა წრის ინტერესებითა თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდედებობის პირთა ინტერესების დამთმობი არალეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი ქვეყნის წარსული გამოცდილებით არაერთხელ დავმდგარვართ ფაქტის წინაშე, რომ მთავარი პროკურორები ექცეოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკის დაკვეთის შემსრულებლებლად, რაც პირველრიგში დარტყმას აყენებდა სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტზე. ჩვენს ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ ქვეყანას, განსაკუთრებულად სჭირდება სწრაფი განვითარება, რათა ჩვენ დროზე ადრე შევძლოთ გავუთანაბრდეთ მოწინავე მსოფლიო დემოკრატიულ ქვეყნებს. ამას ჩვენ მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ თუ ერთხელ და სამუდამოდ გავმიჯნავთ სახელმწიფო აღმასრულებელ მიკერძოებულ პოლიტიკას მართლმსაჯულებისაგან და სისხლის სამართლის მსოფლიო პრინციპებიდან. ალექსანდრე კობაიძე სწორედ ის პიროვნებაა რომელსაც ძალუძს, ყველანაირ წნეხს და დაბრკოლებას გაუძლოს ნებისმიერი ძალისგან, გაუმკლავდეს როგორც შიდა არასახელმწიფოებრივ ძალებს, ასევე გარე სახელმწიფოს სუვერენიტეტის-დამოუკიდებლობის არაკეთილმოსურე უცხო ქვეყნის სუბიექტებს. ხალხის პარტია, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ბატონი ალექსანდრე კობაიძის მხრიდან არაერთგზის დამტკიცებული ერთგულების, სიმტკიცე-შეუვალობის, კეთილშობილების იმედოვნებით დიდ მხარდაჭერას გამოხატავს რომ ბატონი ალექსანდრეს კანდიდატურა აუცილებლად იქნება განხილული მთავარი პრკურორის კანდიდატად და დიდ რწმენას გამოხატავს რომ სწრედ ბატონი ალექსანდრე ჩაუდგება სახელმწიფო ბრალმდებლად ჩვენს ქვეანას, მაშინ როცა მიუკერძოებელი-შეუვალი სახელმწიფო ბრალმდებელი განსაკუთრებულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ბოლო მოვლენების შემდგომ.”

Facebook Comments
x

Check Also

“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე -“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, ...