Home » მთავარი » “სასამართლოში ვუჩივლებ” – ჟურნალისტი დევრიშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“სასამართლოში ვუჩივლებ” – ჟურნალისტი დევრიშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

სტუდია მონიტორის ჟურნალისტი გიორგი მგელაძე აცხადებს, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული დევრიშაძე მას ბრალს სდებს, რომ ის მოსყიდულია, ამიტომ მას მოუწევს პასუხის გაცემა.

„ის მდებს ცრუ  ბრალს, რომ მე ვარ, თითქოს, მოსყიდული. ბატონ პეტრეს, იმედი მაქვს, რომ სასამართლოში მოუწევს იმის მტკიცება, ვინ მომისყიდა, როდის, რამდენი გადამიხადა და ა.შ. მე მას სასამართლოში ვუჩივლებ, როგორც სტუდია მონიტორის ჟურნალისტი პატივისა და ღირსების შელახვისთვის,“ – განაცხადა გიორგი მგელაძემ.

მგელაძე პეტრე დევრიშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...