Home » მთავარი » მერია თვითნებურად მოწყობილი ღია კაფე-ბარების მეპატრონეებს დოკუმენტების მოწესრიგება მოსთხოვს

მერია თვითნებურად მოწყობილი ღია კაფე-ბარების მეპატრონეებს დოკუმენტების მოწესრიგება მოსთხოვს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, თბილისში, თვითნებურად მოწყობილი ღია კაფე-ბარების შესახებ მეპატრონეებს დოკუმენტების მოწესრიგება მოსთხოვონ.

კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად შუქდება ღია კაფე-ბარების თემა.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე”, – განაცხადა კალაძემ

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...