Home » მთავარი » პრემიერმინისტრი ჭუბერში გაემგზავრა

პრემიერმინისტრი ჭუბერში გაემგზავრა

ჭუბერში სტიქია ისევ მძვინვარებს. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გაემგზავრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში. პრემიერმინისტრი ადგილზე გაეცნობა სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

ამ დროისთვის მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.

საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...