Home » მთავარი » „ბატონ დავითს ტელეფონზე ვესაუბრე“-პრეზიდენტი უსუფაშვილის წერილს გაეცნო

„ბატონ დავითს ტელეფონზე ვესაუბრე“-პრეზიდენტი უსუფაშვილის წერილს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის ღია წერილს

იხ.

http://www.gmtv.ge/43203-2/

ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის თქმით, ღია წერილს გუშინ გაეცნო და წერილის შინაარს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ნაწილში იზიარებს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ერთი ნაწილია წერილის, შემდეგია, კონკრეტული ნაბიჯები თუ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ ჩვენს ქვეყნას, მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერები, ამის თაობაზე მე ბატონ დავითს გუშინაც ტელეფონზე ვესაუბრე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, აი სწორედ სამიტის მერე,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ასევე, გამოეხმაურა აჭარის მთავრობის მეთაურის შერჩევის პროცედურას და განაცხადა, რომ მთავრობის ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამიტის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტის თქმით, კონსულტაციების გავლის შემდეგ დაასახელებს კონკრეტულ კანდიდატს.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...