Home » მთავარი » ” ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლა სუს-თან იყო შეთანხმებული”

” ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლა სუს-თან იყო შეთანხმებული”

სუს-ის წარმომადგენლებმა რამაზ მარგოშვილი ახმედ ჩატაევთან გააგზავნეს – ეს განცხადება პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „შაბათის კურიერთან გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლა სუს-თან იყო შეთანხმებული და სუს-მა ჩატაევთან შესახვედრად აგენტები გააგზავნა.

„ეს ორი ადამიანი ვინ ჩამოიყვანა, მარგოშვილთან საიდან მოხვდნენ, მარგოშვილს ვინ ჩამოაყვანინა თურქეთიდან სირიიდან გამოსულები? რატომ იყო მარგოშვილი გაგზავნილი ჩატაევთან შესახვედრად. ეს არის გაგზავნილი სუს-ის წარმომადგენლებმა, კონტრდაზვერვამ, ეს იქიდანვე დაწყებული,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ ხეობაში გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებულები სუს-ის აგენტები იყვნენ.

„ხალხს ჰქონდა ისეთი აზრი, შთაბეჭდილება, რამაზ მარგოშვილი და დანარჩენები იყვნენ სუს-ის აგენტები და ეს გამოჩნდა კიდეც,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ეს სპეცოპერაცია სხვა ქვეყნის დავალებით შესრულდა, სადაც სოლიდური თანხები ტრიალებს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს.

წყარო: რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...