Home » მთავარი » 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერს იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი შესთავაზა

12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერს იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი შესთავაზა

12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერს იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი შესთავაზა.

-დღეს 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერს იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი შევთავაზეთ. აუცილებელია ამ კაცს დაასრულებინონ რეფორმები სასჯელაღსრულების სამინისტროში და ამავდროულად მსგავსი ინოვაციური და რევოლუციური რეფორმების გატარების საშუალება მისცენ იუსტიციის სამინისტროში”-განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.

საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებდა, აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და დასავლელი პარტნიორების პოზიციებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. როცა ეს ორგანიზაციები ესოდენ მაღალ შეფასებას აძლევენ კახა კახიშვილის სამინისტროს მუშაობას და გატარებულ რეფორმებს, ვფიქრობთ ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს ყოველივე და იუსტიციის მინისტრობა შესთავაზოს იმ ადამიანს, რომელსაც ძალუძს ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა და რეფორმების გატარება რომელიც დღეს ჰაერივით სჭირდება იუსტიციის სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“ ნიკოლოზ მჟავანაძე;

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო” ზვიად ტომარაძე;

„მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრიდან“ მამუკა ტუსკაძე,

„საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგიდან“- დავით ზირაქიშვილი,

,,მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტიდან“ გიორგი მარიამიძე,

„მოძრაობა სოლიდარობიდან“ ლაშა შუკაკიძე,

„საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“ მანანა რთველიაშვილი,

“საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირიდან“ ლელა კოპალიანი,

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების სააგენტოდან“ დავით შათირიშვილი,

„სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოდან“-ანა პაპიანი,

ორგანიზაციიდან ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის“ ალექსანდრე ახალკაცი ,

“ადვოკატთა კოლეგიიდან“ ნუგზარ ბირკაია.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...