Home » მთავარი » კოსტავას ქუჩაზე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა

კოსტავას ქუჩაზე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება

„თბილსერვის ჯგუფი“ მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ...