Home » მთავარი » ახალი რუბრიკა – მე, მოქალაქე, აღარ ვაპირებ დარღვევებზე გაჩუმებას!

ახალი რუბრიკა – მე, მოქალაქე, აღარ ვაპირებ დარღვევებზე გაჩუმებას!

ახალი რუბრიკა

მე, მოქალაქე…

მე, მოქალაქე, აღარ ვაპირებ დარღვევებზე გაჩუმებას!

ეს ქვეყანა ჩვენი და ჩვენი შვილებისაა, სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია მომავალ თაობას იმაზე უკთესი ქვეყანა დავტოვოთ, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ყველამ რომ თავისი საქმე პირნათლად აკეთოს, მაშინ მართლა შედეგი დაიდებოდა…

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, აღარ ვაპირებ დარღვევებზე თვალის დახუჭვას. ხომ გახსოვთ-მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უკანაო: და რადგან მტრად არავინ მიმაჩნია, ხმამაღლა ვიტყვი იმ კანონდარღვევებზე, რაც ყოველ დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება…

ზღვა კოვზით დაილიაო და თუ ასე თითო-თითო პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, „პრობლემების ზღვასაც“ ადვილად დავაშრობთ.

მოდით აღარ დავხუჭოთ თვალი დარღვევებზე, ხმამაღლა ვისაუბროთ და ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენს ქალაქებს…

მოგვწერეთ და ჩვენ თქვენს სათქმელს საზოგადოებას გავაცნობთ.  

იმის თქმა, რომ სხვაც ხედავს დარღვევებს და სხვამ ამოიღოს ხმა, უბრალოდ წარმოუდგენელია თუ შენი ქვეყანა გიყვარს და მომავალზე ფიქრობ.

გაჩუმება უკვე დანაშაულია!

მე მინდა ქვეყანა, სადაც კანონს ყველა პატივს სცემს!

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...