Home » მთავარი » მილიონობით ირანელი წავა ემიგრაციაში! მთავარი სამიზნე ადგილი სად ექნებათ?!

მილიონობით ირანელი წავა ემიგრაციაში! მთავარი სამიზნე ადგილი სად ექნებათ?!

ირაკლი შიხიაშვილი

“ქართულ-ამერიკული ალიანსის” საქართველოს წარმომადგენლობა

ირანს სასმელი წყლის დიდი დეფიციტი აქვს. მილიონობით ირანელი წავა ემიგრაციაში! როგორ ფიქრობთ, მთავარი სამიზნე ადგილი სად ექნებათ?!

ეს არის ნათანიაჰუს ვიდეო მიმართვის შინაარსის თარგმანი.
“დღეს მე ვაპირებ ირანისთვის უპრეცენდენტო შეთავაზების გაკეთებას. ეს ეხება წყალს. ისრაელი ირანელი ხალხის გვერდით დგას და ამიტომაც მინდა, რომ გადავარჩინოთ უამრავი ირანელის ცხოვრება.

Today I'm going to make an unprecedented offer to Iran. It relates to water.

Today I'm going to make an unprecedented offer to Iran. It relates to water.

Gepostet von ‎Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו‎ am Sonntag, 10. Juni 2018

ირანელი მეტეოროლოგების დასკვნაში ნათქვამია, რომ ირანის თითქმის 96 პროცენტი გვალვის გარკვეულ დონეებს განიცდის, ხოლო ყოფილი ირანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემო-პირობების არ არსებობის გამო, 50 მილიონი ირანელი იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი სახლი! 50 მილიონი ! მილიონობით ირანელი ბავშვი იტანჯება ირანში არსებული რეჟიმის გამო. არასწორი მენეჯმენტითა და არაკომპეტენტურობით, ისინი პარავენ ირანელ ხალხს მათთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს.

მიუხედავად იმისა რომ ისრაელსაც აქვს წყალთან დაკავშირებით დიდი გამოწვევები, ჩვენ შევქმენით უახლესი ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებითაც დახარჯული წყლის 90% გადამუშავდება და ვარგისიანი ხდება. ისრაელის ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს გამოყენებით, ირანს შეუძლია დაამარცხოს მასში არსებული ეკოლოგიური კატასტროფა. სამწუხაროდ, ირანი უკრძალავს ისრაელის მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე შესვლას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ირანელი ფერმერებისთვის შევქმნით ვებ-საიტს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი როგორ გადაამუშავონ წყალი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, შეინახოთ თავიანთი ნათესი-კულტურები და გადჩაარინონ თავიანთი ოჯახები.

ჩვენ ვდგავართ ირანელი ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ირანული რეჟიმი აბობს – “სიკვდილი ისრაელს!” – ამის საპასუხოდ, ჩვენ ვიტყვით – “სიცოცხლე ირანელ ხალხს!” ირანელები კარგი და ღირსეული ხალხია, ისინი არ იმსახურებენ ასეთ სასტიკ რეჟიმს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და ირანში არსებული სასტიკი რეჟიმი ვერ შეაჩერებს ებრაელი და ირანელი ხალხის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას.

ამ მიმართვის აუცილებლობა, ნათლად გამოხატავს მოსალოდნელ საფრთხეს, რაც შეიძლება გამოიწვიოს, უწყლოობის გამო, მილიონობით ირანელის ემიგრაციაში წასვლამ. ამიტომაც ისრაელი სთავაზობს ირანს, ზღვის წყლის გადამუშავებით, მტკნარი წყლის, ანუ სასმელი წყლის მიღების ტექნოლოგიას, რათა ირანელმა ხალხმა არ ეძებოს თავშესაფარი უცხო ქვეყნებში. განსაკუთრებით კავკასია და საქართველო არის დიდი რისკის ქვეშ. ირან- რუსეთის პარტნიორობა ორმაგი საფრთხე ხდება ჩვენთვის! ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს საჭირო ზომები! ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ამ საკითხში უნდა გახდეს სოლიდარული! საზოგადოება კი კატეგორიულად მომთხოვნი!

Facebook Comments
x

Check Also

წინ გველის ურთულესი 6 თვე…

გიორგი გახარია – წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, ...