Home » მთავარი » “სანამ ვეტერანებზე ილაპარაკებს, ბაქრაძემ 2011 წელი გაიხსენოს!”

“სანამ ვეტერანებზე ილაპარაკებს, ბაქრაძემ 2011 წელი გაიხსენოს!”

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა საზოგადოებას მთავრობის დადგენილება გააცნო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების გაზრდას და გაორმაგებას ეხება. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან დადებითად შეაფასა ომის მონაწილეებისთვის დახმარების გაზრდა, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებაში არ არის საუბარი იმ ვეტერანებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.

იხ.

http://rustavi2.ge/ka/news/108571

ბაქრაძის განცხადებას ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრი ემზარ ქვარიანი ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს:

-“ბაქრაძის ხელისუფლების დროს მოკლეს და დაასახიჩრეს უამრავი ვეტერანები, სერგო თეთრაძე, კრიალაშვილი, რამდენი საპატიმროში გამოგვამწყვდიეს,შევარდნაძის დროს მიღებული კანონი ვეტერანის შესახებ და მთელი რიგი შეღავათები, იმის ნაცვლად რომ გაეუმჯობესებინათ,  სულ გაგვიუქმეს ყველაფერი.

ბაქრაძის ხელისუფლების დროს მოხდა ვეტერანების დაყოფა და მხოლოდ აგვისტოს მონაწილეები ითვლებოდნენ ვეტერანებათ, არსად აფიქსირებდნენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ბაქრაძე, სანამ ვეტერანებს ახსენებ პირი კარგად გამოირიცხე!

სწორედ ბაქრაძის ხელისუფლების დროს ჩამცხრილეს მე მანქანაში და შემდგომ დამიჭირეს.

2011 წელი კარგად გაიხსენოს ბაქრაძემ!”

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments