Home » მთავარი » ნატოს სამიტზე ქართულ დელეგაციას მარგველაშვილი უხელმძვანელებს

ნატოს სამიტზე ქართულ დელეგაციას მარგველაშვილი უხელმძვანელებს

ბრიუსელში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება, ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძვანელებს.

საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარადან გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მარგველაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

ცერემონიაზე, რომელსაც ოცზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკიაციისას ნატოს სამიტის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

პირველად, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

Facebook Comments
x

Check Also

ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი ...