Home » მთავარი » ქუთაისის ბაზარში ფრინველი იხოცება, მოსახლეობა პანიკაშია!..

ქუთაისის ბაზარში ფრინველი იხოცება, მოსახლეობა პანიკაშია!..

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ნინოშვილის ბაზარსა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფრინველთა ბაზრებში ქათმის ჭირი ფიქსირდება, პრეტენზიას ის ადამიანები აცხადებენ, რომლებმაც ბაზრიდან ფრინველი შეიძინა და შინ მიიყვანა. ვირუსი ფრინველში გადამდებია, ბაზრებში სპეციალურ დეზინფექციას და ფრინველთა ვოლიერების შეწამვლითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

ქუთაისში „ნინოშვილის ბაზარში“დასაქმებული მოვაჭრები ამბობენ რომ ფრინველი მათაც არაერთხელ დაეხოცათ, ემართებათ „ე.წ.“თხიპა“_და სხვა გვარის დაავდებები,არსებულ ბაზრებში, ვოლიერებს ბოლო 20 წელზე მეტია დეზინფექცია არ ჩატარებიათ.

ჩვენ ბაზარში არსებულ სპეციალურ სამსახურსაც ვეწვიეთ, რომელსაც პირდაპირი წესით ევალება მსგავს შემთხვევაზე კურირება გაწიოს, თუმცა, ადგილზე არავინ დაგვხვდა, ობიექტის კარი დაკეტილი იყო.

-„ რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ბაზარში ქათამი, 3 დედალი კვერცისთვის მინდოდა ბავშვისთვის ეზო მაქ და გავუშვებ ეზოში ტქო მაყვდა 3 ცალი კიდე და ვიფიქრე ერთად მეყოება ყველა და ბავშვისთვისაც კარგიათქო, მაგრამ, მიყვანიდან მეორე დღესვე ერთიანად დაიხოცნენ, ბაზრიდან რო გამომყავდა როცა ვიყიდე ქათმები რო მომცეს ხელშ შევატყვე ახრიალებდა და უჭირდა სუნთქვა თხიპინებდა და ვაჭარმა დაიჟინა  ცხელაო, ცხელა კი არა ავადმყოფ ფრინველს ყიდიან,“_ აცხადებს მოქალაქე

Facebook Comments
x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...