Home » მთავარი » ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი პროექტი ხორციელდება
????????????????????????????????????

ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი პროექტი ხორციელდება

თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა. ელექტროტექნიკის შესყიდვა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია გაიცა „ყაზტრანსგაზის“ ექსპერტების მიერ, რომლებმაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს სამზარეულოს ბლოკები ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ჯერ კიდევ გაზქურებით სარგებლობდნენ.

ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...