Home » მთავარი » “თორნიკე რიჟვაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება”

“თორნიკე რიჟვაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება”

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ  თორნიკე რიჟვაძე ღირსეული კანდიდატის.

-“დარწმუნებული ვარ, თორნიკე რიჟვაძე თავს გაართმევს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს აჭარაში, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ და პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრ ღირსეულ კანდიდატს შორის მხარი დაუჭირა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას.

თქვენ იცით, რომ თორნიკე ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში. მან თავი გამოიჩინა როგორც ძალიან აქტიურმა და წარმატებულმა ხელმძღვანელმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე თავს გაართმევს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს აჭარაში. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ აჭარაში გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ის რეფორმები, რომლებიც დაანონსდა განსაკუთრებით მოკლე და ოპერატიულ ვადაში, სწორედ, აჭარის რეგიონში განვახორციელოთ.

მას ექნება ჩვენი  სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ის ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ღირსეულად გაართმევს თავს”

Facebook Comments
x

Check Also

“რატომ ატყდა ციფრების ირგვლივ აჟიოტაჟი…”

ამირან სალუქვაძე ანალიტიკოსი ეს ენ-დი-აი ისეთ დროს ჩაერთვება, აგვაჟიოტაჟებს ხოლმე… რამდენიმე ფრაზით გარკვეულ საკითხებს შევაფასებ. ...