Home » მთავარი » განათლების ახალი მინისტრის ბიოგრაფია

განათლების ახალი მინისტრის ბიოგრაფია

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გახდა.

ვინ არის ახალი მინისტრი?

მიხეილ ბატიაშვილი, გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

წლების განმავლობაში იყო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იყო „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი, (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომლის მშენებლობასაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებდა.)

2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ასევე ის გახლავთ საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი.

მიხეილ ბატიაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...