Home » მთავარი » “მზად ვარ ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“

“მზად ვარ ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“

პრემიერ-მინისტრი – მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა

„ახალი სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას კონკრეტული გრაფიკი აქვს, რომელიც მკაცრად იქნება დაცული,“- ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რაც იმის თქმის საფუძველია, რომ გუნდი თავს გაართმევს არსებულ გამოწვევებს, აგრეთვე, რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას.

„გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში და ან პოზიციებზე აჩვენეს ის შედეგი, რომელიც გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მე აღვნიშნე. აგრეთვე, იმ რეფორმათა პაკეტის იპმპლემენტაციას, რომელიც არის წარმოდგენილი. მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Facebook Comments
x

Check Also

სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – მთავრობის ანგარიში

როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო ...