Home » მთავარი » როდის უნდა დავფიქრდეთ?! არ მივღებთ რადიკალურ ზომებს, ვთვალოთ “ტრუპები”!!!

როდის უნდა დავფიქრდეთ?! არ მივღებთ რადიკალურ ზომებს, ვთვალოთ “ტრუპები”!!!

ამირან სალუქვაძე

-ისეთი საზარელი ავარია მოხდა, დამავიწყა საფეხბურთო ზეიმი…
რა უნდა თქვა, როცა მთელი ოჯახის გაუბედურებულ კადრებს უყურებ?!
სულ რაღაც წამების წინ უბედნიერესები მიჰქროდნენ…

ნეტა რა სიმძიმის ავარია უნდა მოხდეს, რომ დავფიქრდეთ?

არ მინდა გუშინდელ უბედურებაზე საუბარი. რამდენიმე ფრაზას დავწერ ზოგადად, რა გვჭირს და რა უნდა გაკეთდეს.

გვჭირს უკულტურობა. ის რაც ჩვენს გზებზე, ქალაქში თუ ავტობანზე ხდება, მუჯლუგუნები, აგრესიული გასწრებები ხან მარცხნიდა, ხან მარჯვნიდან და ა.შ. მსგავს უზრდელობებს ვერ ნახავთ ნორმალურ ქვეყნებში.

ახლახანს ავტობუსით ვიმგზავრე ფრანკფურტიდან სტრასბურგამდე (2,5 სთ). გერმანულ ავტობანზე ავტობუსი მიდიოდა იმ სიჩქარით, რა სიჩქარეც იყო მისთვის დაშვებული.

მეტიც, მთელი ავტობანი, ანუ ყველა მანქანა, მოძრაობ და ერთი სიჩქარით. გასწრებები ისე კეთდება, რომ არ იძაბები.

სტრასბურგთან ახლოს, დაახლოებით 20 წუთი ვიმგზავრეთ ვიწრო გზით, სადაც გასწრება აკრძალული იყო უწყვეტი ღერძულა ხაზით. ავტობუსი მთელი ეს პერიოდი მიდიოდა 70 კმ/სთ სიჩქარით და არც კი უფიქრია ვინმეს გაესწრო ან დაესიგნალებინა.

როცა ერთი მძღოლი, თავისი არაპროგნოზირებადი, აგრესიული მანევრით ძაბავს მეორე მძღოლს, ესაა თავხედობა, უზრდელობა, უტვინობა. ინტელექტის მქონე ადამიანი ამას არ აკეთებს.

რატომღაც ლიფტთან, ზოგადად კართან, შესასვლელთან (გამოსასვლელთან), ერთმანეთს გზას ვუთმობთ, არ ვეტენებით მუჯლუგუნებით. რატომ ვიქცევით საპირისპიროდ საჭესთან?

ზოლიდან ზოლში გადასვლისას, ან მოხვევისას, რატომღაც უნდა მყისიერად გაგისწრონ და ჩაგიჭრან გზა, მოუხვიონ შენს ცხვირწინ. რატომ? შე კაი კაცო, უკან ხარ, ხომ? გამატარე და მოუხვიე?!

დასახლებულ პუნქტებში გახეული “გლუშიტელებით” ბღავილი და გადაჭარბებული სიჩქარით მოძღაობა… ან ბავშვი გამოვარდეს, ან დიდი, ვერაფერს ასწრებ, ანუ ლატარეას თამაშობ…

ავტობანზე 110 კმ/სთ სიჩქარით, ავარია არ მოგივა. 110 კმ/სთ შემთხვევით არაა შერჩეული. ეს გამოცდების, კვლევების, ექსპერიმენტების შედეგია. დააკვირდით საკუთარ თავს ავტობანზე, როცა სცდებით ამ სიჩქარეს.

ამავე დროს, როცა დაწესებულია ერთი სიჩქარე, ნებისმიერი სწრაფმავალი მანქანა იწვევს ქაოსს, დაძაბულობას… ჩვენთან კი მასობრივად როცა არღვევენ, ძალიან დაძაბული და ქაოტური ტრაფიკია.

ჯამში გამოდის როგორც კომპიუტერულ თამაშებზე: “გონკაობ”, “გონკაობა”, შემდეგ შეცდები და ხვდები ავარიაში.

კომპიუტერულ თამაშში შეცდომა არაუშავს, რეალურ ავტობანზე “გონკაობისას” შეცდომას კი ტრაგიკული, ფატალური შედეგები მოაქვს.

პასუხისმგებლობა.

შენ შეგიძლია შენს თავზე აგო პასუხი, თუ ავტობანზე მარტო ხარ გზაზეც და ავტომობილშიც. თუ ერთი მგზავრი მაინც გიზის ან თუ ერთ მანქანასაც მაინც ხედავ ავტობანზე (გზაზე) კეთილი ინებე და დაიცავი მოძრაობის წესები. ბევრი “შუმახერი” აფრენილა ბოძზე ან გადაფრენილა გზიდან.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მძღოლს და სიჩქარის 30 ან 40%-ით გადაჭარბება უნდა გაუტოლდეს მკვლელობის მცდელობის მუხლს.

იქნებ ვინმე იტყვის, რომ მაღალი სიჩქარით მნოძრავი მძღოლი არაა პოტენციური მკვლელი, არ ემუქრება მანქანაში მყოფ მგზავრებს ან სხვა ავტომობილებს?

ვითარების გამოსწორების ორი გზაა:
1. პასუხისმგებლობის გამკაცრება, ჯარიმა ოდნავ გადაჭარბებაზე, ჭარბ სიჩქარეზე (30-40%-ით მეტი დაშვებულზე), მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევა, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (160-170 კმ/სთ-დან)
2. სოციალური რეკლაქმები ტელევიზიით, სოციალური ქსელით, სწავლება სკოლებში და ა.შ.

არ მივღებთ რადიკალურ ზომებს, ვთვალოთ “ტრუპები”

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...