Home » მთავარი » შალვა თადუმაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

შალვა თადუმაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ.

კანდიდატურის განხილვა ჯერ იურიდიულ საკითხთა ​კომიტეტშია დაგეგმილი, ხოლო შემდეგ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი მთავარ პროკურორს 6-წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 3-კვირის ვადაში ირჩევს.

თადუმაძე საპროკურორო საბჭომ კანდიდატებიდან 11 ივლისს ერთხმად აირჩია.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...