Home » F-vews » დღეს 6 საათზე, რუსთაველზე სოლიდარობის აქცია დაანონსდა

დღეს 6 საათზე, რუსთაველზე სოლიდარობის აქცია დაანონსდა

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

მკვლელობებმა მასიური ხასიათი მიიღო საქართველოში. მინდელის მაღარო სასაკლაოდ გადააქციეს და არავინ ისჯება. მიდის მოქალაქეთა სიცოცხლის ფასად ხელისუფლების ჯიბეების გასქელება. ხოცვა ჟლეტამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. ნუ ველოდებით მოწოდებებს. ნუ გვეშინია სიმცირის ამ გასუსულ ქვეყანაში. სოციალური ქსელებით დავორგანიზდეთ დღეს და გავიდეთ რუსთაველზე. შევეცადოთ შევაჩეროთ მონათმფლობელობა საქართველოში. პასუხი ვაგებინოთ ქურდ და მკვლელ ხელისუფლებას. ჩვენ თვითონ დავორგანიზდეთ დღეს და ტყიბულელების სოლიდარობის ნიშნად გავიდეთ რუსთაველზე. სიკვდილით იწყებს თავის ბნელ მოღვაწეობას ახალი მინისტრთა კაბინეტი. ინკლუზიური ეკონომიკის ნაცვლად ინკლუზიური სასაკლაო მოგვიწყვეს პირველ დღესვე.

სოლიდარობა საზოგადოების სიმწიფის სახეა.

გავიდეთ დღეს 6 საათზე რუსთაველზე. ყველამ შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ საპროტესტო გამოსვლის დაორგანიზებაში.

ჩვენი სიცოცხლის უფლებისთვის ვიბრძოლოთ, მეგობრებო!

Facebook Comments
x

Check Also

პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ დაბრუნდა

ლუდი “აია” დაბრუნდა. ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა, ისევ გაყიდვაშია. “აია” ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა ...