Home » მთავარი » პრეზიდენტი – პროცესი „ტრაქტორების“ და „კაბელების“ საქმეს არ უნდა დაემსგავსოს!

პრეზიდენტი – პროცესი „ტრაქტორების“ და „კაბელების“ საქმეს არ უნდა დაემსგავსოს!

პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.

ფაქტი უკვე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ „ნებისმიერი პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და ტრაქტორებისა და კაბელების საქმეებს არ უნდა დაემსგავსოს“.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერმინისტრები უცებ, უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესიდან. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, იყოს უაღრესად გამჭვირვალე. ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს. ეს არ უნდა იყოს „ტრაქტორების საქმე“ და ეს არ უნდა იყოს „კაბელების საქმე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments
x

Check Also

კარვების და აქციების ქალაქი…

დღეს თბილისში ოპოზიციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 3 საათზე იწყებს, პატრიოტთა ...